მომსახურების მენეჯერი
Job description
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე საოპერაციო დეპარტამენტში. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5 სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: კომპანიის კორპორატიული კლიენტების მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა; კლიენტების (პორტფოლიოს ფარგლებში) კმაყოფილებისა და ლოიალურობის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლობა; ინფორმაციული შეკითხვების მართვა, კლიენტისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისი უკუკავშირი ან/და გადამისამართება უფლებამოსილ პირებთან; სერვისის მიღების მიზნით, კლიენტების მოთხოვნების დაფიქსირება და უფლებამოსილ პირებთან გადამისამართება; კლიენტის მიერ მოთხოვნილი ცვლილებების დაზღვევის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი; კლიენტებთან შედარებების უზრუნველყოფა და დებიტორული დავალიანებების მართვა, მათი მინიმიზაციის უზრუნველყოფა და შესაბამისი რეპორტნგის წარმოება; კლიენტებთან სადაზღვევო ხელშეკრულებების განახლებებისათვის საჭირო ინფორმაციის მოკვლევა, დამუშავება და მაღალი მაჩვენებლების უზრუნველყოფა; პორტფელის ფარგლებში კორპორატიული კლიენტების მართვა, ხელშეკრულების გაფორმება, ინვოისის გამზადება, დადარება. უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტინგის წარმოება; რას ვითხოვთ: უმაღლესი განათლება; სავალდებულოა მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში; უცხო ენების ფლობა (მინიმალური დონე B1/B2); საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel); რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სასაუბრო დროს; გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; გისურვებთ წარმატებას! დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FkWOk