მონტიორ-ინსტალატორი
Job description
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას მონტიორ-ინსტალატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი განაკვეთი: სრული ძირითადი მოვალეობები: ** ოპტიკური სააბონენტო ქსელის ინსტალაცია; ** ყოველდღიურად სამოქმედო უბანში შემოსული ყველა დადგმა, დაზიანება-აღდგენის შესრულება წინასწარ დადგენილ ვადებში; ** აბონენტის სახაზო ნაწილის მონტაჟი; ** კომპიუტერში მოდემისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ** სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია; აუცილებელი უნარ-ჩვევები: ** გამართულად მეტყველება; ** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ანაზღაურება: ** გამოსაცდელი ვადის პერიოდში ხელზე ასაღები 1360 ლარი ** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ხელზე ასაღები 1360 ლარი + ბონუსი. ** საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში, თანამშრომელს დამატებით ჩაერიცხება იჯარა - 800 ლარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV/ან საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მონტიორ-ინსტალატორი. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!