მორიგე ექიმი კარდიოლოგი
Job description
შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექიმი კარდიოლოგის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი სამედიცინო განათლება; საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი; სამედიცინო შემთხვევების მაღალი ხარისხით მართვის კლინიკური უნარ-ჩვევები; სამუშაო გრაფიკი: 16 სთ იანი მორიგეობა 24 სთ მორიგეობა. ანაზღაურება: საათობრივი საჭირო უნარები: კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობის გრძნობა; პრობლემურ და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი. მოტივირებული და მიზანსწრაფული პუნქტუალური დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,, ექიმი კარდიოლოგი'') ან დაგვიკავშირდით ნომერზე 598301789 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით. გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.