TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მორიგე ექთანი

მორიგე ექთანი

Posted Jul 02, 2026 11h ago apply by Aug 02, 2026

Job description

შპს "აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის თანამდებობაზე გადაუდებელ მიმღებ განყოფილებაში . საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ძირითადი მოვალეობები: ** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დადგენილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად ** კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში; ** საექთნო დოკუმენტაციის წარმოება; ** საექთნო მანიპულაციების შესრულება. სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი: ** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ** მედდის კვალიფიკაციის დიპლომი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ** ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა VII სემესტრიდან ანაზღაურება: 24 საათიანი მორიგეობა - 150 ლარი ხელზე ასაღები პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა; ** ორგანიზებულობა; ** კეთილსინდისიერება ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: [email protected] . ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე + (995 555) 25 59 59, სათაურის ველში მიუთითეთ: "გადაუდებელი მიმღების ექთანი". გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით. გაცნობებთ, რომ შპს "აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის" მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!