მორიგე ER რეგისტრატორი
Job description
შპს „ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას მორიგე ER რეგისტრატორი ს პოზიციაზე. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1 სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა (ყოველ მეოთხე დღეს) ძირითადი ფუნქციები: გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია; პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა; პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე; მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება; სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა; სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა; უცხო ენა - B1 დონეზე; MS Office - სამომხმარებლო დონეზე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/jqoc6nfb გისურვებთ წარმატებას!