მოსწავლე მექანიკოსი
Job description
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას მოსწავლე მექანიკოსის პოზიციზე: სატვირთო ავტომობილების ელექტროობისა და ელექტრო დიაგნოსტიკის მიმართულებით. სამუშაო ადგილი: თბილისის შემოვლითი გზა (ლილო-მოლის მიმდებარედ); სამუშაო საათები: 09:00-18:00. კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, სამგორის მეტროდან. მოსწავლე მექანიკოსის ძირითადი მოვალეობები: ავტომობილის დათვალიერება, ტექნიკური საჭიროებების დადგენა მექანიკოსის/სერვისის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ; ცვლადი დეტალების ცვეთის ხარისხის განსაზღვრა და მომხარებლის მიერ მოწადებული ინფორმაციის საფუძველზე ტექნიკური ხარვეზის მიზეზის დადგენა მექანიკოსის/სერვისის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ; ელექტრო სისტემების ინსპექტირება და დიაგნოსტიკა მექანიკოსის ზედამხედველობის ქვეშ; ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებული ცვლადი დეტალის/მასალის შეცვლა; ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი დეტალის/მასალის შეცვლა ხელოსნის/სერვისის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ; ინსტრუმენტებისა და დანადგარების მოხმარების წესების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები: ტექნიკური ან/და პროფესიული განათლება; სასურველია საავტომობილო სფეროში მცირე გამოცდილება. აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელი უნარები: პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა; შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.