მთავარი ბუღალტერი
Job description
სს " ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი " აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით და პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დსთ"-ის ქვეყნებში. მუშაობს B2B მიმართულებით და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს. "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აერთიანებს ორასამდე თანამშრომელს და პოზიციონირებს, როგორც ქალაქ თბილისში, ასევე ბათუმში. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე) სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, კოსტავას 12 (სტამბა) შრომის ანაზღაურება: 4, 000 - 5, 000 NET (გამოცდილების მიხედვით) პოზიციის მიზანია: კომპანიის ბუღალტრული ოპერაციების ზედამხედველობა და მართვა, ფინანსური ანგარიშგების სიზუსტის, რეგულაციებთან შესაბამისობისა და სამუშაო პროცესების ეფექტურობის უზრუნველყოფა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვა; ** ბუღალტრული ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი, ** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი აღრიცხვის მონიტორინგი; ** საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება; ** პარტნიორ ბანკებთან ურთიერთობა და საბანკო ოპერაციების წარმოების კონტროლი; ** შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალზე მუშაობის უზრუნველყოფა; ** საბუღალტრო და საბილინგო პროგრამებში წარმოებული ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი; ** დებიტორების და კრედიტორების კონტროლი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები; ** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში; ** მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება; ** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა; ** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ** ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა; დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!