TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მთავარი ბუღალტერი

მთავარი ბუღალტერი

Posted Jul 27, 2026 12h ago apply by Jul 30, 2026

Job description

სამშენებლო კომპანია " მეტროპოლი " აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ: ** კვება/ლანჩი ** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტი ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი -პარასკევი 10:00-19:00 სთ. სამუშაო ადგილი - თბილისი, ილია ჭავჭავაძის 29. ფუნქცია-მოვალეობები: ** საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა; ** ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის ორგანიზება საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად; ** პირველადი დოკუმენტების, სააღრიცხვო ჩანაწერებისა და ანგარიშთა გეგმის კონტროლი; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და შემოსავლების სამსახურში წარდგენა (დღგ, მოგების გადასახადი, საშემოსავლო, ქონების გადასახადი და ა.შ.); ** საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** საგადასახადო რისკების მართვა და ოპტიმიზაცია; ** ხელფასების დარიცხვა-გაცემის კონტროლი; ** საშემოსავლო გადასახადის და დაზღვევის გამოანგარიშება; ** კომპანიის აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა-კონტროლი; ** დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი; ** ინვენტარიზაციის ორგანიზება და ჩატარება; ** ბუღალტერიის განყოფილების თანამშრომლების ხელმძღვანელობა; ** შიდა კონტროლის სისტემების დანერგვა; ** გარე და შიდა აუდიტორებთან თანამშრომლობა; ** საგადასახადო ინსპექტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; ** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის გეგმა/ფაქტის მომზადებაში ჩართულობა. ცოდნა და უნარები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით; ** უფროსი ბუღალტრის ან მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; ** სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** საერთაშორისო ფინანსური რეპორტინგის სტანდარტების (IFRS) საფუძვლიანი ცოდნა; ** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და მოქმედი ბუღალტრული რეგულაციების სრულყოფილი ცოდნა; ** ACCA სერტიფიკატის ფლობა სრულად ჩაითვლება უპირატესობად; ** ბუღალტრული პროგრამა Balance-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** Excel-ის Advanced დონეზე ფლობა; ** დროის ეფექტურად მართვისა და ვადების მკაცრად დაცვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ივლისი; გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მთავარი ბუღალტერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.