TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მთავარი ბუღალტერი

მთავარი ბუღალტერი

finarea Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

" ფინარეა " მომხმარებლებს სთავაზობს საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსური მართვის, აუდიტისა და საკონსულტაციო მომსახურების სრულ სპექტრს. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებსა და მაღალი ხარისხის პროფესიულ მომსახურებას. საბუღალტრო კომპანია "ფინარეა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში; ** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; ** ORIS-ის საბუღალტრო პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია); ** საბუღალტრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება. პიროვნული და პროფესიული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დაკვირვებულობა და მაღალი ყურადღების კონცენტრაცია; ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; ** კარგი მათემატიკური უნარები; ** გუნდის მართვისა და კოორდინაციის უნარი; ** დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანად მართვის უნარი; ** კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ORIS-ის საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა; ** სხვადასხვა კომპანიის საბუღალტრო გატარებების შემოწმება და კონტროლი; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; ** ბუღალტრებისთვის დავალებების განაწილება და შესრულების მონიტორინგი; ** ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებების (რეპორტების) მომზადება; ** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და პროფესიული კონსულტაციის გაწევა; ** მიმდინარე საბუღალტრო და საგადასახადო საკითხების მართვა; ** ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება. დამატებითი ინფორმაცია ** აღნიშნულ პოზიციაზე დისტანციური მუშაობის ფორმატი არ განიხილება. ** გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზებული ანაზღაურება თქვენთვის მისაღებია. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტის მისამართზე: [email protected] . ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "მთავარი ბუღალტერი".