TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მთავარი ბუღალტერი

მთავარი ბუღალტერი

EBIT Group Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 11h ago apply by Aug 02, 2026

Job description

კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრი ს პოზიციაზე კლიენტი კომპანიისათვის. სამუშაო ადგილი: თბილისი, 6 თვეში რელოკაცია წეროვანში ინდუსტრია: წარმოება სამუშაო ფორმატი: საოფისე სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ფუნქციები: 1. ბუღალტრული აღრიცხვის სრული წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის: ** სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი ** ხარჯების აღრიცხვა ** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა ** საგადასახადო აღრიცხვა 2. ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი, მათ შორის: ** ფულადი გადარიცხვების წარმოება ** სალაროს ოპერაციების კონტროლი ** საბანკო ოპერაციების ასახვა 3. დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ანალიზი 4. წარმოების თვითღირებულების (costing) დათვლა და ანალიზი 5. ინვენტარიზაციების ორგანიზება და კონტროლი 6. ბუღალტრული დოკუმენტბრუნვისა და ინფორმაციის დამუშავების კონტროლი 7. თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების (Payroll) აღრიცხვა და კონტროლი 8. თვის, კვარტლის და წლის დახურვები, მენეჯმენტისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადება 9. ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა 10. ფინანსური ანგარიშგებების მომზადება IFRS for SMEs ან IFRS-ის მიხედვით 11. აუდიტორებთან თანამშრომლობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროცესის მხარდაჭერა 12. ERP/ბუღალტრული პროგრამების დანერგვაში მონაწილეობა: მოთხოვნების აღწერა, ტესტირება, პროცესების ოპტიმიზაცია 13. შიდა კონტროლის მექანიზმებისა და ფინანსური პროცესების გაუმჯობესება 14. თანამშრომელთა კონსულტირება ბუღალტრული და საგადასახადო საკითხების ფარგლებში საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ცოდნა, განათლება: ** უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით ** საქართველო საგადასახადო კოდექსის ცოდნა ** IFRS for SMEs ან IFRS ცოდნა ** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel ზედმიწევნით ცოდნა გამოცდილება: ** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში, აქედან მინიმუმ 2 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ** საწარმოო მიმართულებაში მუშაობის გამოცდილება (თვითღირებულება/მარაგები/წარმოება) ** პროგრამის დანერგვაში გამოცდილება (ERP/ბუღალტრული პროგრამა) ** სასურველია პროგრამა Balance ან 1C მუშაობის გამოცდილება უნარები და პიროვნული თვისებები: ** განვითარებული მათემატიკური უნარები ** განვითარებული ანალიტიკური უნარები ** დეტალებისადმი ყურადღება ** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა ** გუნდური მუშაობის უნარი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელმისამართზე: [email protected] . გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. კანდიდატების შერჩევის პროცესს მართავს ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია "ებიტ ჯგუფი" თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.