მთავარი ბუღალტერი
Job description
„Kvari Group“ — მზარდი კომპანია, რომელიც საქართველოს მასშტაბით ახორციელებს სამშენებლო პროექტებს და საქმიანობს სავაჭრო, საიმპორტო და საწარმოო მიმართულებებით, აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო პროექტების განხორციელებას, სამშენებლო მასალების იმპორტსა და რეალიზაციას, ასევე საკუთარი რკინის საამქროს მართვასა და ლითონის ნაკეთობების წარმოებას. ბიზნესის ზრდისა და საქმიანობის გაფართოების გამო ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ მთავარ ბუღალტერს , რომელიც ნახევარ განაკვეთზე უზრუნველყოფს კომპანიის სრულყოფილ საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვას. ძირითადი მოვალეობები: კომპანიის სრული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება; ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; დღგ-ის, მოგების, საშემოსავლო და ქონების გადასახადების აღრიცხვა; იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო ოპერაციებისა და დოკუმენტაციის დამუშავება; სამშენებლო პროექტების შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა; რკინის საამქროს საწარმოო ხარჯებისა და დამზადებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება; ლითონის, საღებავის, შედუღების მასალებისა და სხვა ნედლეულის მიღება-ხარჯვის კონტროლი; საწყობის ნაშთების, ჩამოწერის აქტებისა და მზა პროდუქციის აღრიცხვა; შესყიდვების, რეალიზაციისა და სასაქონლო მარაგების კონტროლი; პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და შემოწმება; საბანკო ოპერაციების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი; თანამშრომელთა ხელფასებისა და შესრულებული სამუშაოს მიხედვით ანაზღაურების დარიცხვა; ძირითადი საშუალებების, საწარმოო დანადგარებისა და ინვენტარის აღრიცხვა; ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანგარიშებისა და ანალიზის მომზადება; საგადასახადო და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მთავარ ბუღალტრად მუშაობის შესაბამისი გამოცდილება; საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა; იმპორტისა და საბაჟო ოპერაციების აღრიცხვის გამოცდილება; სასურველია სამშენებლო, საწარმოო ან სავაჭრო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; წარმოების თვითღირებულებისა და სასაწყობე აღრიცხვის ცოდნა; საბუღალტრო პროგრამებთან და RS.ge-სთან მუშაობის გამოცდილება; Excel-ის კარგად ცოდნა; მაღალი პასუხისმგებლობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა. სამუშაო პირობები: ნახევარი განაკვეთი; მოქნილი სამუშაო გრაფიკი; სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში მუშაობა; ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: [email protected] ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: „მთავარი ბუღალტერი“.