TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მთავარი ბუღალტერი

მთავარი ბუღალტერი

lazieri Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

" ლაზიერი " ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა თანამედროვე იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და ასაქმებს 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT`S CORIAN®, ნეოლითი - ThESIZE`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL). ლაზიერს მასშტაბური პროექტები აქვს შესრულებული ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and Spa, Bioli Wellness Resort, Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport, In Vitro, Terminal, TBC Bank და სხვა. ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://www.lazieri.com/_files/ugd/0dc4eb_2122a94242734eb3a0021c4cc27e133c.pdf?index=true ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა ** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა ** თვის დახურვის ოპერაციების / ნაშთების კონტროლი ** კომპანიის ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტების მონიტორინგი და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა საგადასახადო კანონმდებლობასთან და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან ** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება ** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა ** საბანკო გადარიცხვების წარმოება ** ყოველდღიური გატარებების წარმოება საბუღალტრო პროგრამაში ** თვის ჭრილში სალაროს კონტროლი ** დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით ** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ** Excel-ის პრაქტიკული ცოდნა ** საბუღალტრო პროგრამა "ორისის" ცოდნა პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნების უნარი ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** ორგანიზებულობა კომპანია გთავაზობთ: ** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდს და მეგობრულ გარემოს ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** ფიტპასს სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV: [email protected] . სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი" გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არაუმეტეს 6 თვის ვადით, დასაქმების მიზნებისთვის. კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და შერჩევას ახორციელებს თანასწორობის პრინციპების დაცვით.