TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მთავარი ბუღალტერი

მთავარი ბუღალტერი

Fulcrum Holding Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

შპს " ფულკრუმ ჰოლდინგი " აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-დან 19:00-მდე) სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ბუღალტრული ოპერაციების წარმოების კონტროლი; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება-წარდგენა/დამუშავება; ** ბუღალტრული ოპერაციების შესაბამისობის და კანონიერების კონტროლი, აღრიცხვის დისციპლინის დაცვა; ** შიდა კონტროლის სისტემის შემუშავება/მართვა; ** დებიტორ-კრედიტორების, სასესხო ვალდებულებების და ფინანსური იჯარის ოპერაციების დარიცხვის შემოწმება დადგენილი სტანდარტისა და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით; ** სასაქონლო მატერიალური მარაგების, საბუღალტრო და სასაწყობო ნაშთების სისწორის, ასევე ძირითადი საშუალებების აღრიცხვიანობის კონტროლი; ** წარმოებისა ოპერაციების სისწორის კონტროლი; ** ხარჯებისა და მასალა-ნედლეულის ჩამოწერის ოპერაციების სისწორის კონტროლი; ** ყოველთვიურად საბუღალტრო ბაზის გადახურვა, ე. წ თვის დახურვის ოპერაციები დადგენილ ვადაში; ** დეკლარაციების მის პროგრამულ ბაზასთან შესაბამისად და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით მომზადება და წარდგენა და შესაბამისი გატარებების კონტროლი პროგრამაში; ** საფინანსო ინსტიტუტებთან, სტატისტიკის დეპარტამენტთან, ფინანსთა სამინისტროსთან, აუდიტორულ კომპანიებთან და სხვა უწყებებთან კომუნიკაცია-თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი); ** საგადასახადო კანონმდებლობის ზედმიწევნით კარგად ცოდნა; ** პროფესიული სერტიფიკატის ფლობა ACCA, ჩაითვლება უპირატესობად. ** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. ** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** გუნდური მუშაობის/მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** დავალებების ეფექტურად მართვის უნარი; ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე [email protected] . გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.