TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მთავარი ბუღალტრის დამხმარე

მთავარი ბუღალტრის დამხმარე

კასს ლენდი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

Kass Group JSC აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 2,500 – 3,000 ლარი , კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. თუ ხარ პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული და გსურს პროფესიული განვითარება ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების მიმართულებით, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში. ძირითადი მოვალეობები მთავარი ბუღალტრის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა; პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება და არქივირება; ინვოისების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა; საბანკო ამონაწერების დამუშავება და საბანკო ოპერაციების ასახვაში მონაწილეობა; მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ურთიერთანგარიშსწორებების კონტროლი და შეჯერება; სალაროსა და ავანსების აღრიცხვაში მონაწილეობა; საგადასახადო დეკლარაციებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში ჩართულობა; შემოსავლების სამსახურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება; საბუღალტრო პროგრამებში მონაცემების შეყვანა, კონტროლი და პერიოდული გადამოწმება; ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა; Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა; Oris-ისა და Fina-ს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; Materials Control-ისა და Fidelio-ს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. პიროვნული უნარები ანალიტიკური აზროვნება; ორგანიზებულობა; პასუხისმგებლიანობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტი. ჩვენ გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; გამოცდილ გუნდთან მუშაობას; კონკურენტულ ანაზღაურებას. გთხოვთ, ელ. წერილის სათაურში მიუთითოთ: „მთავარი ბუღალტრის დამხმარე“. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: [email protected] კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას ! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.