მთავარი ბუღალტრის დამხმარე
Job description
შპს ჯი ეი კონსალტინგი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე. მდებარეობა: ბათუმი ანაზღაურება: შეთანხმებით ძირითადი მოვალეობები: საბუთების წარმოება: პირველადი დოკუმენტების (ინვოისები, ზედნადებები, აქტები, შიდა საბუთები) შექმნა, დამუშავება და არქივირება. ოპერაციების ასახვა: ბანკის, სალაროს, ხელფასების, ავანსების აღრიცხვა პროგრამაში. მარაგები და აქტივები: სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა. კონტროლი და შეჯერება: დებიტორებთან და კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორების ნაშთების შედარება. ბილინგისა და საბანკო ოპერაციების მხარდაჭერა: ადგილობრივი და საერთაშორისო ინვოისების ტექნიკური მომზადება, რეესტრის წარმოება; ინტერნეტ ბანკში გადარიცხვის დავალებების მომზადება (დასადასტურებლად) და ყოველდღიური ამონაწერების დამუშავება. ტექნიკური მხარდაჭერა: RS.ge-პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გამოწერა / კონტროლი. მხარდაჭერა: მთავარი ბუღალტრისა და ხელმძღვანელობის ყოველდღიური ხელშეწყობა და სხვადასხვა დავალების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით; საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით, Excel) კარგად ცოდნა; საბუღალტრო პროგრამების (მაგ: Oris, Fina, ) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა. პიროვნული უნარები: ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი. დამსაქმებლის მოთხოვნები: გამოცდილება აუცილებელია:გამოცდილება 1 წლიდან მინიმალური განათლების დონე:ბაკალავრი, ენები:ქართული დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995599060624