მთავარი ბუღალტრის დამხმარე
Job description
IK Consultinggeo აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის სფეროში. პოზიცია: მთავარი ბუღალტრის დამხმარე მდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: 1,500 ლარი (ხელზე ასაღები) ძირითადი მოვალეობები: საბუთების წარმოება: პირველადი დოკუმენტების (ინვოისები, ზედნადებები, აქტები, შიდა საბუთები) შექმნა, დამუშავება და არქივირება. ოპერაციების ასახვა: ბანკის, სალაროს, ხელფასების, ავანსების აღრიცხვა პროგრამაში. მარაგები და აქტივები: სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა. კონტროლი და შეჯერება: დებიტორებთან და კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორების ნაშთების შედარება. ბილინგისა და საბანკო ოპერაციების მხარდაჭერა: ადგილობრივი და საერთაშორისო ინვოისების ტექნიკური მომზადება, რეესტრის წარმოება; ინტერნეტ ბანკში გადარიცხვის დავალებების მომზადება (დასადასტურებლად) და ყოველდღიური ამონაწერების დამუშავება. ტექნიკური მხარდაჭერა: RS.ge-პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გამოწერა / კონტროლი. მხარდაჭერა: მთავარი ბუღალტრისა და ხელმძღვანელობის ყოველდღიური ხელშეწყობა და სხვადასხვა დავალების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით; საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით, Excel) კარგად ცოდნა; საბუღალტრო პროგრამების (მაგ: Oris, SuperFin, Info) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა. პიროვნული უნარები: ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი. ორგანიზაცია გთავაზობთ: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00; კორპორატიული ლანჩი; ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ კორპორატიული პაკეტი; ტრანსპორტირება კონკრეტული მეტროს სადგურიდან. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] განაცხადების მიღების ვადა: 27 ივლისი, 2026 სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები და CV გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესისთვის და არ გადაეცემა მესამე პირს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.