მთავარი ენერგეტიკოსი
Job description
" PepsiCo " წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მთავარი ენერგეტიკოსის პოზიციაზე რძის პროდუქტების საწარმოში (თბილისი, ფონიჭალა). ძირითადი მოვალეობები: ** საწარმოს უზრუნველყოფა ენერგორესურსებით (ელექტროენერგია, წყალი, გაზი) ** ენერგოსისტემების ტექნიკური მომსახურება (ტრანსფორმატორული ქვესადგური, საქვაბე, წყლის დამუშავების სისტემა) ** საწარმოს ელექტრო-ტექნიკური გუნდის მართვა, განვითარება და მოტივირება ** ენერგომოწყობილობის ტექნიკური მომსახურება და შეკეთება ** ახალი დანადგარების მონტაჟში და ამუშავებაში მონაწილეობა ** ენერგოეფექტურობის პროექტების ინიციირება, შემუშავება და დანერგვა, რაც მიზნად ისახავს მოხმარების შემცირებას და ხარჯების ოპტიმიზაციას კანდიდატის პროფილი: ** უმაღლესი განათლება ენერგეტიკის, ელექტრო-ინჟინერიის ან ტექნიკური მიმართულებით ** სამუშაო გამოცდილება საწარმოო/მრეწველობის სფეროში, სასურველია საკვები პროდუქტების წარმოება ** საშუალო და მაღალი წნევის კომპრესორების, ორთქლის ქვაბების ექსპლუატაციის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ** 1000 ვოლტზე მაღალი სიმძლავრის ტრანსფორმატორული ქვესადგურების ექსპლუატაციის ცოდნა და გამოცდილება ** ენერგოეფექტურობის პროექტების დანერგვის პრაქტიკული გამოცდილება ** წყლის დამუშავების (water treatment) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ** ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი (სქემები, ნახაზები) ** პერსონალის მართვის გამოცდილება ** ქართული ენის ცოდნა თავისუფლად, ინგლისური ენა B2+ დონეზე ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] 30 ივნისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.