TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მთავარი ენერგეტიკოსი

მთავარი ენერგეტიკოსი

PepsiCo თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 19h ago apply by Jul 31, 2026

Job description

PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მთავარი ენერგეტიკოსის პოზიციაზე რძის პროდუქტების საწარმოში (თბილისი, ფონიჭალა). ძირითადი მოვალეობები: საწარმოს უზრუნველყოფა ენერგორესურსებით (ელექტროენერგია, წყალი, გაზი) ენერგოსისტემების ტექნიკური მომსახურება (ტრანსფორმატორული ქვესადგური, საქვაბე, წყლის დამუშავების სისტემა) საწარმოს ელექტრო-ტექნიკური გუნდის მართვა, განვითარება და მოტივირება ენერგომოწყობილობის ტექნიკური მომსახურება და შეკეთება ახალი დანადგარების მონტაჟში და ამუშავებაში მონაწილეობა ენერგოეფექტურობის პროექტების ინიციირება, შემუშავება და დანერგვა, რაც მიზნად ისახავს მოხმარების შემცირებას და ხარჯების ოპტიმიზაციას კანდიდატის პროფილი: უმაღლესი განათლება ენერგეტიკის, ელექტრო-ინჟინერიის ან ტექნიკური მიმართულებით სამუშაო გამოცდილება საწარმოო/მრეწველობის სფეროში, სასურველია საკვები პროდუქტების წარმოება საშუალო და მაღალი წნევის კომპრესორების, ორთქლის ქვაბების ექსპლუატაციის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება 1000 ვოლტზე მაღალი სიმძლავრის ტრანსფორმატორული ქვესადგურების ექსპლუატაციის ცოდნა და გამოცდილება ენერგოეფექტურობის პროექტების დანერგვის პრაქტიკული გამოცდილება წყლის დამუშავების (water treatment) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი (სქემები, ნახაზები) პერსონალის მართვის გამოცდილება ქართული ენის ცოდნა თავისუფლად, ინგლისური ენა B2+ დონეზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: [email protected] 30 ივნისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.