მთავარი მექანიკოსი
Job description
ხის კოჭების (ბალკების) მწარმოებელი კომპანია "დეკა ჯი" ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლობიან მექანიკოსს საწარმოო ხაზის მონტაჟის, შემდგომი მართვისა და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად. აუცილებელი ცოდნა და უნარები: ** ნახაზების, სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვა და ზუსტი გაგება. ** ხელის და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (სახრახნისი, კუთხსახეხი, ქანჩსახრახნი). ** ლითონის ზეინკლური დამუშავება: ჭრა, ბურღვა, გაქლიბვა, ღუნვა. ** საზომი ხელსაწყოების ფლობა (შტანგენფარგალი, მიკრომეტრი, თარაზო, ლენტი, კუთხმზომი) და ზომების სიზუსტის კონტროლი. ** მექანიკური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა (მექანიკა, პნევმატიკა, ჰიდრავლიკა), სხვადასხვა ტიპის დანადგარების, მათი მონტაჟის, მომსახურებისა და შეკეთების ტექნოლოგიების ცოდნა. ** თანამედროვე სადიაგნოსტიკო მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, გაუმართაობის მიზეზების სწრაფად და ზუსტად გამოვლენის უნარი. ** მონტაჟის, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვის, ორგანიზების, ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაციის უნარი. ** ტექნიკური პერსონალის მართვის, თანამშრომელთა მოტივირების, უფლებამოსილებების დელეგირებისა და დავალებების შესრულების კონტროლის უნარი. ** რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების, რისკებისა და შედეგების შეფასების უნარი. ** CAD (საპროექტო კომპიუტერულ) პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. ** მექანიკური მოწყობილობების მუშაობის მარეგულირებელი უსაფრთხოების მოთხოვნების, სტანდარტებისა და წესების ცოდნა. ** მონაცემების ანალიზის, ტენდენციების გამოვლენისა და დანადგარების მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების უნარი. ** მონტაჟის სიზუსტის ასამაღლებლად ლაზერული საზომი ხელსაწყოების გამოყენების უნარი. სასურველია: ** შედუღების სამუშაოების შესრულების უნარი. ** საბაზისო ცოდნა ელექტროენერგეტიკაში. მოვალეობები დანადგარების მონტაჟის ეტაპზე: ** მოწყობილობების მონტაჟის უზრუნველყოფა: მექანიკოსი პასუხისმგებელია დანადგარების ტექნიკურად სწორ მონტაჟზე, საიმედოობასა და მათ სამუშაო მდგომარეობაში მოყვანაზე. ** პერსონალის მართვა: სამონტაჟო და სარემონტო სამსახურის თანამშრომლების ხელმძღვანელობა, დავალებების გადანაწილება, ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კონტროლი. ** დეტალების მომზადება: მონტაჟის წინ კომპონენტების გაწმენდა, გაუცხიმოვნება, მარკირება და დახარისხება. ** აწყობა და მონტაჟი: დეტალების შეერთება კვანძებად და მექანიზმებად ხელის და ელექტროინსტრუმენტების გამოყენებით: ბურღვა, ჭრა, ხრახნის მოჭრა, ასევე ხრახნიანი, შემდუღებელი, ნარჩილავი და მორკინული შეერთებების აწყობა. ** მოწყობილობებისა და კონსტრუქციების მონტაჟი: სამრეწველო დანადგარების (ჩარხები, პრესები, კონვეიერები), ლითონის კონსტრუქციების (კოჭები/ბალკები, კარკასები, რეზერვუარები), მილსადენებისა და სხვა ელემენტების დამონტაჟება საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად. ** შესყიდვები და ლოგისტიკა: მასალებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე განაცხადების გაფორმება, მათი მიღებისა და შენახვის კონტროლი, სასაწყობო მარაგების ოპტიმიზაცია. რას გთავაზობთ: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ. ** სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს განვითარებად წარმოებაში. ** ჯანმრთელობის დაზღვევასა და კვებას. ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected]