TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მცირე ბიზნესის წამყვანი ბანკირი - მარნეული

მცირე ბიზნესის წამყვანი ბანკირი - მარნეული

Bank of Georgia Marneuli, Georgia LinkedIn
Posted May 15, 2026 1 mo ago
⚠️ This posting has been listed for a while and may no longer be accepting applications. Browse fresh jobs →

Job description

სს „საქართველოს ბანკის“ მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის წამყვანი ბანკირის პოზიციაზე მარნეულში. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, გექნება შესაძლებლობა: დაგეგმო და განახორციელო მომხმარებლებთან ვიზიტი, გააცნო არსებული ბიზნეს საკრედიტო პროდუქტები და მომსახურებები; დააიდენტიფიცირო მომხმარებლის მოთხოვნა, შესთავაზო შესაბამისი საკრედიტო პროდუქტი და გააცნო მისი უპირატესობები; შეისწავლო და აწარმოო მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის ანალიზი; მოამზადო საკრედიტო განაცხადი და წარადგინო კომიტეტზე; გქონდეს მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან, საჭიროების შემთხვევაში გაუწიო კონსულტაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია: განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. სამუშაო გამოცდილება: ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება. სავალდებულო ცოდნა, უნარები: ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად, სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო ცოდნა; მოლაპარაკებისა და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა; ორგანიზებულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი; ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება. საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა; მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა; ჩვენ გთავაზობთ: სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი) და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს; გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 29 მაისი,2026 წელი.