TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მცირე და საშუალო საწარმოების გაციფრულების მხარდაჭერა

მცირე და საშუალო საწარმოების გაციფრულების მხარდაჭერა

Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Jul 31, 2026

Job description

თანდართული ფაილი: 735391_Attachment_2083417.zip გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში იწყებს ახალ მხარდაჭერის პროგრამას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის: პროგრამა "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) გაციფრულების მხარდაჭერა" პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული მზადყოფნის შეფასება, ძირითადი ხარვეზებისა და განვითარების საჭიროებების გამოვლენა და თითოეული საწარმოსთვის ინდივიდუალური და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება საწარმოების ციფრული შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. პროგრამაში მონაწილე კომპანიები მიიღებენ შემდეგი სახის მხარდაჭერას: 1. ციფრული მზადყოფნის შეფასება თითოეული საწარმო გაივლის სტრუქტურირებულ შეფასებას ციფრული განვითარების ექვს ძირითად მიმართულებაში: ციფრული ბიზნეს სტრატეგია, ციფრული მზადყოფნა, ციფრული უნარების განვითარება, მონაცემთა მართვა და კიბერუსაფრთხოება, ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი, და მწვანე ციფრული ტრანსფორმაცია. შეფასება გამოავლენს თითოეული საწარმოს ძლიერ და სუსტ მხარეებს, და განვითარების საჭიროებებს. 2. ინდივიდუალური გაციფრულების გეგმა შეფასების შემდეგ, თითოეული კომპანია მიიღებს ინდივიდუალურად მასზე მორგებულ გაციფრულების გეგმას. გეგმა მორგებული იქნება საწარმოს ზომაზე, სექტორზე, ციფრული მზადყოფნის მიმდინარე დონეზე და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის მიზნებზე. გეგმაში წარმოდგენილი იქნება კონკრეტული და პრიორიტეტული რეკომენდაციები შეფასების ექვსივე მიმართულებით. შენიშვნა #1: შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება კომპანიებისთვის სრულიად უფასოდ ხორციელდება. განაცხადის შევსებით თქვენ გამოხატავთ დაინტერესებას პროგრამაში მონაწილეობაზე და ეთანხმებით ინტერვიუში მონაწილეობას, კონსულტანტის ვიზიტს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის გაზიარებას სრულყოფილი და ზუსტი შეფასებისთვის. შენიშვნა #2: იგეგმება თანადაფინანსების (გრანტის) ახალი პროგრამის გამოცხადება (Innovation Challenge Call), რომელიც კომპანიებს შეფასების შედეგად მომზადებული ინდივიდუალური რეკომენდაციების პრაქტიკაში განხორციელებაში დაეხმარება. დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/TqpLUQafR6r8EyGVA განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2026 წლის 31 ივლისი. ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) პროექტის "წვდომა საექსპორტო ბაზრებზე" მიერ. განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: სალომე შურღულაია; [email protected] ; +995 599 04 05 04