TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მცხობელი

მცხობელი

ლა პანეტერია თბილისი ქართული
Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

ლა პანეტერია აცხადებს ვაკანსიას მცხობელის (Artisan Baker) პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ლა პანეტერია, თბილისი, ლისის ტბა (მუხრან მაჭავარიანის ქ. 7) ძირითადი მოვალეობები არტიზანული (Artisan) პურების, ფოკაჩას, ბაგეტების, ბრიოშების, კრუასანებისა და სხვა საცხობი პროდუქციის მომზადება და გამოცხობა ტექნოლოგიური ბარათებისა და სტანდარტების შესაბამისად; ცომების მომზადება, ფორმირება, ფერმენტაცია და გამოცხობის პროცესის მართვა; პროდუქციის ხარისხისა და სტანდარტების მუდმივი კონტროლი; საწარმოო პროცესში ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა. მოთხოვნები სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; არტიზანული პურისა და კრუასანების (Viennoiserie) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; ორგანიზებულობა და დისციპლინა. თუ გსურთ გახდეთ ლა პანეტერიას გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: [email protected] დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ლა პანეტერია არის იტალიური არტიზანული საცხობი და კაფე, სადაც ყოველდღიურად ვამზადებთ ბუნებრივ საფუარზე დამზადებულ პურს, კრუასანებს, პიცასა და სხვა პრემიუმ ხარისხის პროდუქტებს, იტალიური ინგრედიენტების გამოყენებით.