TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მცხობელი

მცხობელი

გუდვილი თბილისი, ბათუმი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. " გუდვილი " აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები: ცომის გაფუება, დამუშავება და გამოცხობა; ცომის გუნდების ფორმირება და გამოცხობა; ინგრედიენტების სწორად, ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით გამოყენება; გაყინული ბრიოშებისა და ნახევარფაბრიკატების გამოცხობა. ძირითადი მოთხოვნები: პურ-ფუნთუშეულის მომზადების პროფესიული ცოდნა და გამოცდილება; პასუხისმგებლობის გრძნობა. სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა; ლოკაცია: დიღომი, საბურთალო, ვაკე, ბათუმი; ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712 გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/qk4yNfie