title: "მცხობელი-კონდიტერი at მორსელსი"
description: "\" მორსელსი \" ეძებს მცხობელ-კონდიტერს თბილისში. \"Morsels\" ქართული საკონდიტრო ბრენდია. ჩვენი მთავარი პროდუქტია ხელნაკეთი იტალიური ორცხობილა. გუნდში ვეძებთ საკონდიტრო გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელსა"

# მცხობელი-კონდიტერი

**Company:** მორსელსი
**Location:** Tbilisi, Georgia
**Posted:** 2026-11-20
**Apply by:** 2026-12-20

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=769710)

## Job description

" მორსელსი " ეძებს მცხობელ-კონდიტერს თბილისში. "Morsels" ქართული საკონდიტრო ბრენდია. ჩვენი მთავარი პროდუქტია ხელნაკეთი იტალიური ორცხობილა. გუნდში ვეძებთ საკონდიტრო გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელსაც უყვარს ცხობა და დეტალებს ყურადღებას აქცევს. რას გააკეთებ:
• მოამზადებ ორცხობილას და სხვა საკონდიტრო ნაწარმს ჩვენი რეცეპტების მიხედვით.
• წარმართავ ორცხობილების (და არამხოლოდ) მომზადების სრულ პროცესს.
• იზრუნებ ყოველ პარტიაში ხარისხის კონტროლზე.
• სამუშაო სივრცესა და ინვენტარს სუფთად შეინახავ და დაიცავ სურსათის უვნებლობის წესებს. რას ველით შენგან:
• კონდიტერად ან მცხობელ-კონდიტერად მუშაობის გამოცდილებას.
• რეცეპტების სიზუსტით შესრულებას და სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარს.
• პასუხისმგებლობასა და აკურატულობას. ორცხობილებისა და სხვა მშრალი საკონდიტრო ნაწარმის მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. რას დაგახვედრებთ:
• HACCP-ის სერტიფიცირებულ, კეთილმოწყობილ საწარმოს, სადაც ცხობისთვის საჭირო დანადგარები, ინვენტარი და ინგრედიენტები ადგილზე დაგხვდება.
• ჩვენი გუნდის წევრთან ერთად მოამზადებ ორცხობილას და პრაქტიკულად გაეცნობი "მორსელსის" რეცეპტსა და ცხობის ტექნიკას.
• პატარა გუნდს, სადაც შენს გამოცდილებას ვაფასებთ. თუ ახალი გემოს ან დესერტის იდეა გაქვს, მის გამოცდაშიც მიიღებ მონაწილეობას. პირობები:
• სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
• გრაფიკი: 5 დღე კვირაში, 6 საათი დღეში (30 საათი კვირაში, გრაფიკს მოვარგებთ კონდიტერის სურვილებს)
• ანაზღაურება: 2000 ლარი გამოგვიგზავნე CV ან მოკლედ მოგვწერე, სად გიმუშავია და რა სახის საკონდიტრო ნაწარმს ამზადებ. თუ გაქვს, შეგიძლია შენი ნამუშევრების ფოტოებიც გაგვიზიარო. საკონტაქტო ელ. ფოსტა: sales@morselsfoods.com

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"მცხობელი-კონდიტერი","description":"
\" მორსელსი \" ეძებს მცხობელ-კონდიტერს თბილისში. \"Morsels\" ქართული საკონდიტრო ბრენდია. ჩვენი მთავარი პროდუქტია ხელნაკეთი იტალიური ორცხობილა. გუნდში ვეძებთ საკონდიტრო გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელსაც უყვარს ცხობა და დეტალებს ყურადღებას აქცევს. რას გააკეთებ:
• მოამზადებ ორცხობილას და სხვა საკონდიტრო ნაწარმს ჩვენი რეცეპტების მიხედვით.
• წარმართავ ორცხობილების (და არამხოლოდ) მომზადების სრულ პროცესს.
• იზრუნებ ყოველ პარტიაში ხარისხის კონტროლზე.
• სამუშაო სივრცესა და ინვენტარს სუფთად შეინახავ და დაიცავ სურსათის უვნებლობის წესებს. რას ველით შენგან:
• კონდიტერად ან მცხობელ-კონდიტერად მუშაობის გამოცდილებას.
• რეცეპტების სიზუსტით შესრულებას და სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარს.
• პასუხისმგებლობასა და აკურატულობას. ორცხობილებისა და სხვა მშრალი საკონდიტრო ნაწარმის მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. რას დაგახვედრებთ:
• HACCP-ის სერტიფიცირებულ, კეთილმოწყობილ საწარმოს, სადაც ცხობისთვის საჭირო დანადგარები, ინვენტარი და ინგრედიენტები ადგილზე დაგხვდება.
• ჩვენი გუნდის წევრთან ერთად მოამზადებ ორცხობილას და პრაქტიკულად გაეცნობი \"მორსელსის\" რეცეპტსა და ცხობის ტექნიკას.
• პატარა გუნდს, სადაც შენს გამოცდილებას ვაფასებთ. თუ ახალი გემოს ან დესერტის იდეა გაქვს, მის გამოცდაშიც მიიღებ მონაწილეობას. პირობები:
• სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
• გრაფიკი: 5 დღე კვირაში, 6 საათი დღეში (30 საათი კვირაში, გრაფიკს მოვარგებთ კონდიტერის სურვილებს)
• ანაზღაურება: 2000 ლარი გამოგვიგზავნე CV ან მოკლედ მოგვწერე, სად გიმუშავია და რა სახის საკონდიტრო ნაწარმს ამზადებ. თუ გაქვს, შეგიძლია შენი ნამუშევრების ფოტოებიც გაგვიზიარო. საკონტაქტო ელ. ფოსტა: sales@morselsfoods.com
","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"769710"},"url":"https://techgeo.ge/job/mtskhobeli-konditeri-85618fa","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Tbilisi","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"მორსელსი"},"directApply":false,"datePosted":"2026-11-20","validThrough":"2026-12-20T23:59:59+04:00"}