მცხობელის დამხმარე
Job description
მარკეტების ქსელი " ნატურალი " უკვე მრავალი წელია სთავაზობს მომხმარებელს საკუთარი წარმოების პროდუქციის, მრავალფეროვან არჩევანს: მზა კერძების, ნახევარფაბრიკატების, პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო ნაწარმის მიმართულებით. ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს მცხობელის დამხმარის პოზიციაზე. შესასრულებელი სამუშაო/მოვალეობები: ** ცომის და ნახევარფაბრიკატების მომზადებაში დახმარება. ** მზა პროდუქციის გადანაწილება კონტეინერებში შეკვეთების მიხედვით. ** დადგენილი ნორმების და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა. ** ხელმძღვანელის დავალებების დროულად და პასუხისმგებლობით შესრულება. ** ცვლის დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილის მოწესრიგება ** ჰიგიენური ნორმების დაცვა. კომპეტენციები (პროფესიული/ტექნიკური): ** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე არანაკლებ ექვსი თვე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ცოტნე დადიანის N111 ** სამუშაო გრაფიკი: ორიდღე სამუშაო ცვლა ორი დღე დასვენება 07:00-19:00 სთ ამდე. ** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი ** დამატებითი ბენეფიტი: კვება. ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე. [email protected] ან დაგვირეკეთ 599405116 ვაკანსიის განხილვის ბოლო ვადაა: 2026 წლის 03 აგვისტო გაცნობებთ, რომ შპს "ნატურალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გისურვებთ წარმატებას!