მტვირთავი
Job description
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ ამბოლი “ აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თელავი , სოფ. ვარდისუბანი; სამუშაო დრო: 10:00-19:00. ძირითადი მოვალეობები: პროდუქციის მიღებისას დისტრიბუციის მანქანის დაცლა; საწყობში მიღებული პროდუქციის დასაწყობების უზრუნველყოფა; ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა; რეალიზებული პროდუქციის მომხმარებლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა. აუცილებელი უნარები: პუნქტუალურობა; მოწესრიგებულობა; დისციპლინირებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.