TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მუშა

მუშა

ბორან ლაითი Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 24, 2026

Job description

კომპანია " ბორან ლაითი " დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არაელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება — ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას. ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას მუშის (დამხმარე თანამშრომლის) პოზიციაზე თბილისში. ანაზღაურება: 2000 ლარი . მისამართი: ქ. თბილისი, მარნეულის ქ.N44 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 - 17:30 მოვალეობები: ** სხვადასხვა სახის ფიზიკური და დამხმარე სამუშაოების შესრულება; ** საწყობში, ობიექტზე ან ოფისში მიმდინარე სამუშაოებში დახმარება; ** ტვირთის გადატანა/დალაგება საჭიროების შემთხვევაში; ** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება; ** სხვადასხვა სამუშაოების შესრულება დღის განმავლობაში. მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა; ** დისციპლინა და პუნქტუალურობა; ** ფიზიკურად მუშაობის მზადყოფნა; ** სწრაფად სწავლისა და ადაპტაციის უნარი. პირობები: ** სტაბილური სამუშაო; ** მეგობრული გარემო; ** დროული ანაზღაურება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (ქართულ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.