TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მზარეული

მზარეული

კურორტი საირმე ბაღდათი ქართული
Posted Jul 28, 2026 6 days ago apply by Aug 26, 2026

Job description

ვაკანსია კურორტ საირმეში კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება. ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით. თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა. კურორტ საირმეში ცხადდება ვაკანსია მზარეულის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: სამზარეულოს ტერიტორიის მოწერიგება, მზადების პროცესამდე; სამზარეულოში პროდუქტის მარაგების კონტროლი; სამზარეულოს სხვა თანამშრომლების კოორდინაცია; პროდუქტის სათანადო პირობების დაცვით შენახვა, პროდუქტის გაფუჭების და გადახარჯვის რისკების მინიმუმამდე შემცირების მიზნით; საკვები ინგრედიენტების სიჯანსაღის და სისუფთავის კონტროლი; ჯანმრთელობის, სანიტარული და სურსათის უვნებლობის წესების და რეგულაციების დაცვა; პირადი ჰიგიენის, უნიფორმის და გარეგნობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა; საკვების მისაღები სტანდარტების, შეზღუდვების, შესაბამისი წესებისა და რეგულაციების ცოდნა; საკუთარი სამუშაო ადგილის და კომპანიის ქონების მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა; ფორმალური სადეგუსტაციო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილების მიღება ახალი რეცეპტების შემუშავების და არსებული პროდუქტის ტესტირების მიზნით; ეფექტური შიდა კომუნიკაციის შენარჩუნება და პროდუქტიულობის უზრუნველყოფა; უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული მოვალეობების შერულება. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს კვება ტრანსპორტირება უფასო დაზღვევა განაცხადის წარდგენის წესი დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: „მზარეული“ +995598006354