მზარეული
Job description
Hotel Chao აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია სამზარეულოში დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობა. ძირითადი მოვალეობები: კერძების მომზადება დადგენილი მენიუსა და სტანდარტების შესაბამისად; პროდუქტების სწორად დამუშავება და შენახვა; კერძების ხარისხისა და გემოს კონტროლი; სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; სამზარეულოს პროდუქტებისა და მარაგების კონტროლში მონაწილეობა; შეკვეთების დროულად და ხარისხიანად მომზადება; სამზარეულოს გუნდთან კოორდინირებული მუშაობა. მოთხოვნები: მზარეულად მუშაობის გამოცდილება სასურველია; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; სისუფთავისა და ჰიგიენის წესების დაცვა; სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი; პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო ადგილი: Hotel Chao, ბათუმი სამუშაო გრაფიკი: 7:30 - 16:00 ანაზღაურება: 1500 + ბონუსი დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 626264