---
title: მზარეული
description: პოზიცია: მზარეული იურიდიული ერთეული: შპს "ლინჩი", რესტორანი "ბაღი" მისამართი: ქ. თბილისი, ხიდის ქ. 1 (დედაენის ბაღი) უშუალო ხელმძღვანელი: შეფი სამუშაოს მიზანი: მზარეულის სამუშაოს მიზანია სტანდარტების 
---

# მზარეული

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-25  
**Apply by:** 2026-10-25

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=755883)

## Job description

პოზიცია: მზარეული იურიდიული ერთეული: შპს "ლინჩი", რესტორანი "ბაღი" მისამართი: ქ. თბილისი, ხიდის ქ. 1 (დედაენის ბაღი) უშუალო ხელმძღვანელი: შეფი სამუშაოს მიზანი: მზარეულის სამუშაოს მიზანია სტანდარტების დაცვით კერძების მომზადება და სამზარეულოს პროცესებში პროფესიონალური ჩართულობით, გუნდის პროდუქტიულობისა და ხარისხის გაუმჯობესება. ანგარიშვალდებულია: შპს "ლინჩის" დირექტორის და შეფის წინაშე. აღნიშნული გულისხმობს ანგარიშვალდებული პირების მიერ დასაქმებულის მიმართ დავალებების/ინსტრუქციების მიღების უფლებამოსილებას და დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარებას დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესის შესაბამისად. სამუშაო მოთხოვნები: 1. პუნქტუალურობა; 2. სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 3. სამზარეულოში მუშაობის მინიმალური გამოცდილება; 4. იყოს კოლეგიალური და გუნდური მოთამაშე საერთო წარმატების მისაღწევად; ძირითადი მოვალეობები: კერძების მომზადება და ხარისხის კონტროლი 1. უზრუნველყოს ყველა კერძის მომზადება სიზუსტით, დადგენილი სტანდარტების დაცვით და მინიმალური დანაკარგით; 2. გააკონტროლოს კერძის საბოლოო ხარისხი - ვიზუალური სახე, რაოდენობა, ტემპერატურა და სერვირების წესები, გატანამდე; 3. მოამარაგოს წინასწარ ყველა საჭირო პროდუქტი კერძის მოსამზადებლად, ეფექტური და უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად; 4. მიიღოს მონაწილეობა ახალი რეცეპტებისა და მენიუს პუნქტების შექმნის პროცესში, შიდა ინოვაციების ხელშესაწყობად; პროდუქტების და ინვენტარის მართვა 5. განახორციელოს საკვების დახარისხება და სწორი პირობებით შენახვა HACCP-ის წესების დაცვით; 6. შეამოწმოს ტემპერატურისა და ვარგისიანობის სტიკერები რეგულარულად, სურსათის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; 7. შეამოწმოს სამზარეულოს ინვენტარის მდგომარეობა და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს; 8. უზრუნველყოს სამზარეულოში არსებული დანადგარების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება, შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით; 9. ჩაერთოს HACCP სისტემის ადმინისტრირებაში — უზრუნველყოს საკონტროლო წერტილების მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება; 10. გააკონტროლოს მისი სექციის ინვენტარისა და საჭირო რესურსების მზადყოფნა ცვლის დაწყებამდე, ხოლო ცვლის დასრულების შემდეგ უზრუნველყოს სამუშაო სივრცის მოწესრიგება და სტანდარტების დაცვა; 11. იმუშაოს ეფექტურად მაღალი დატვირთვის პირობებში, შეინარჩუნოს ხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი; დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) მითითებულ ელ-ფოსტაზე: reservations@baghi-tbilisi.com

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
