მზარეული
Job description
მარკეტების ქსელი "ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე სენაკის ფილიალში (რუსთაველის 162). სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00 ორშაბათი-შაბათი ** დასვენების დღე: კვირა ** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1050₾ მოვალეობები: ** ცხელი და ცივი კერძების სხვადასხვა სახეობის მომზადება (16 დასახელება საშუალოდ) რეცეპტურის მიხედვით. ** ინგრედიენტების, ვარგისიანობის/ ხარისხის შემოწმება. ** მზა კერძების ვარგისიანობის ვადის კონტროლი. ** ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვა. ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 22 66 40 გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.