მზარეული, კონდიტერი
Job description
" Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze " — საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, რომელიც მდებარეობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, აცხადებს ვაკანსიას მზარეულისა და კონდიტერის პოზიციებზე: ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული სწავლის საშუალებას; ** 40-საათიან სამუშაო კვირას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებას; ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას. მოვალეობები: ** კერძებისა და/ან საკონდიტრო ნაწარმის მომზადება დამტკიცებული რეცეპტურებისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად; ** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა; ** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; ** ორგანიზებულობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა. მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა. 18 წელს ზემოთ კანდიდატებმა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში, გამოაგზავნეთ CV შემდეგ მეილზე: [email protected] წინამდებარე ვაკანსიისთვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისთვის გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც. დიდი მადლობა დაინტერესებისთვის!