მზარეულის დამხმარე
Job description
"კაზინო ინტერნეიშენალი" სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქტების პირველადი/წინასწარი დამუშავება დადგენილი სტანდარტების დაცვით; ** მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში; ** სამზარეულოს ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა; ** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა. ჩვენი შემოთავაზება: ** ანაზღაურება: 1100 ლარი + ჩაი მინ. 120-150 $ ; ** კანონით გათვალისწინებული ზეგანაკვეთურად შესრულებული საათების შემთხვევაში დამატებით ანაზღაურება; ** 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი; 2/2-ზე, დღე/ღამე, თვეში 15 ცვლა; ** სამუშაო საათებში კვებით უზრუნველყოფა; ** ღამის საათებში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო; ** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject-ში) მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.