მზის ელექტროსადგურების ინსტალატორი
Job description
კომპანია " Copter Tech " აცხადებს ვაკანსიას მზის ელექტროსადგურების ინსტალატორის თანამდებობაზე. სფერო: განახლებადი ენერგიები და მაღალი ტექნოლოგიები პოზიციის დონე: საშუალო (Middle) სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00) სამუშაო ადგილი: თბილისი (პერიოდული გასვლებით რეგიონებში) კომპანიის შესახებ Copter Tech არის ინოვაციური ენერგეტიკული და ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლეს ეკომეგობრულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვართ გლობალური ბრენდის, EcoFlow-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. ჩვენი გუნდი ძირითადად ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ზომის, რესიდენციულ (90 კვტ-მდე სიმძლავრის) პროექტებზე, სადაც სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და მონიტორინგისთვის ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის დრონებს (UAV). ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მზის ელექტროსადგურების ინსტალატორს, რომელიც გახდება ჩვენი საინჟინრო-ტექნიკური გუნდის წევრი. ძირითადი მოვალეობები: ** მზის ელექტროსადგურების (90 კვტ-მდე) ალუმინისა და ლითონის საყრდენი კონსტრუქციების აწყობა და გამართვა ობიექტებზე (ძირითადად საცხოვრებელ სახლებსა და კერძო საკუთრებაში). ** მზის პანელების ფიზიკური მონტაჟი, ფიქსაცია და კაბელირება უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. ** EcoFlow-ის ბრენდის უახლესი მზის ინვერტორებისა და ელემენტების სარეზერვო სისტემების (Battery Reserve Systems) ინსტალაცია და ტექნიკური გამართვა. ** საკაბელო ტრასების მოწყობა, იზოლაცია და სისტემის ელექტრონაწილის მომზადება ჩართვისთვის. ** მიწისზედა და სხვადასხვა ტიპის სახურავებზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. ** საჭიროების შემთხვევაში, საინჟინრო გუნდთან ერთად დრონების მიერ მომზადებული ტოპოგრაფიული/ორთოფოტო მონაცემების მიხედვით სამუშაო გეგმის შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მზის ელექტროსადგურების ან მსგავსი ტექნიკური/ელექტრო სისტემების მონტაჟის მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (აუცილებელია). ** ძირითად ელექტრო და მექანიკურ ხელსაწყოებთან (პერფერატორი, სახრახნისი, კუთხსახეხი და სხვა) მუშაობის მაღალ დონეზე ცოდნა. ** სიმაღლეზე მუშაობის უნარი და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვა. ** ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის მზაობა. ** პერიოდულად რეგიონებში მივლინებით წასვლის შესაძლებლობა. პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა (ვმუშაობთ პრემიუმ კლასის ტექნიკასთან). ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ** ახალი ტექნოლოგიების ათვისების ინტერესი და სწრაფი სწავლის უნარი. უპირატესობად ჩაითვლება: ** განათლება ელექტროინჟინერიის მიმართულებით (აკადემიური ან პროფესიული). ** B კატეგორიის მართვის მოწმობა. რას გთავაზობთ ჩვენ ** სტაბილურ და ფიქსირებულ სამუშაო გრაფიკს (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00). ** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუსებს შესრულებული პროექტების მიხედვით. ** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას (თანადაფინანსებით). ** წვდომას და მუშაობის გამოცდილებას მსოფლიო წამყვან ტექნოლოგიებთან (EcoFlow, ულტრათანამედროვე ენერგოსისტემები და დრონები). ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას ტექნოლოგიურ სექტორში. დაინტერესების შემთხვევაში CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]