TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ნაწილების ბრენდ მენეჯერი

ნაწილების ბრენდ მენეჯერი

transporter Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 13h ago apply by Aug 16, 2026

Job description

"ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ნაწილების ბრენდ მენეჯერი. ძირითადი პირობები: ** ადგილმდებარეობა: ბელიაშვილის 70 ** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ ** ანაზღაურება: 3000 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები + ბონუსი ** ჯანმრთელობის დაზღვევა ძირითადი მოთხოვნები: ** აუცილებელია ბრენდ მენეჯერის, შესყიდვების მენეჯერის ან სხვა ანალოგიურ პოზიციაზე მსგავსი ფუნქციებით მუშაობის გამოცდილება 2+ წ, სასურველია საავტომობილო სფეროში; ** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ლოგისტიკის ან სხვა რელევანტურ სფეროში; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამები კარგ სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** აუცილებელია ექსელის ცოდნა მაღალ დონეზე (Advanced level); ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე; ** სასურველია რუსული ენის ცოდნა. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის არსებულ საერთაშორისო ბრენდებთან და მომწოდებლებთან მუდმივი საქმიანი კომუნიკაციის წარმოება; ** მიწოდების ვადებზე, ფასებზე, სატრანსპორტო პირობებსა და სხვა კომერციულ დეტალებზე მოლაპარაკებები; ** შეთანხმებული ხელშეკრულებებისა და პირობების საფუძველზე საჭირო რაოდენობების ზუსტი განსაზღვრა და შეკვეთების განთავსება; ** მარაგში არსებული ტექნიკებისთვის საჭირო აქსესუარების ნაშთის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა; ** არაპირდაპირი მომწოდებლისგან პროდუქციის შეკვეთა და ჩამოტანა საჭიროებიდან გამომდინარე; ** შეკვეთილი პროდუქტის გადამოწმება პროდუქტის ჩატვირთვის მომენტში; ** მარაგების პროაქტიული კონტროლისა და პროგნოზირების მოდელების შექმნა/მართვა; ** გაყიდვების დინამიკის, სეზონურობისა და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, მოთხოვნის წინასწარი განსაზღვრა; ** შოურუმებსა და საწყობებში პროდუქციის კრიტიკული მინიმუმებისა და მაქსიმუმების განსაზღვრა დეფიციტის თავიდან ასაცილებლად; ** ფაქტობრივი და პროგრამული ნაშთების შედარება, გადახრების ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგის წარმოება; ** დაბალი ბრუნვადობისა და არალიკვიდური მარაგების რეგულარული იდენტიფიცირება; მათი რეალიზაციის მიზნით, წამახალისებელი აქტივობების, ფასდაკლებებისა სხვა მსგავსი აქტივობების ინიცირება; ** მარაგების სტრუქტურისა და ბრუნვადობის შესახებ პერიოდული ანალიტიკური რეპორტების მომზადება. განაცხადების მიღება მიმდინარეობს 16 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, შერჩევის ეტაპები: 1. რეზიუმეების გადარჩევა 2. პირისპირ გასაუბრება ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/dLWDYBW