ნედლეულის აწონვის სპეციალისტი
Job description
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღეს "ნიკორა" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს სთავაზობენ მრავალფეროვან ასორტიმენტს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული და ღვინო. კომპანიას ასევე აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი. "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: https://www.nikora.ge სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს " კორიდა " აცხადებს ვაკანსიას ნედლეულის აწონვის სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ ფოთში (მამაკაცი). ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საწარმოებელი პროდუქტის რეცეპტის მიხედვით ფარშის აწონვა; ** დღის ბოლოს დარჩენილი ნაშთების აწონვა და დასაწყობება; ** სამუშაო დღის ბოლოს სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო განათლება; ** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ფიზიკურად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 ცვლა (16 საათი, დღეგამოშვებით, 09:00-03:00) ანაზღაურება: 1540 ლარი (ერთი ათას ხუთას ორმოცი ლარი) თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ სს "ნიკორა" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 03 აგვისტო . გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს "კორიდა" და უფლებამოსილი პირის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მიზნებისთვის. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ მოპყრობის პრინციპებს და გამორიცხავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.