TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ნედლეულის მომზადების ოპერატორი

ნედლეულის მომზადების ოპერატორი

pepsico Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 15, 2026

Job description

" PepsiCo " წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ნედლეულის მომზადების ოპერატორის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა) ძირითადი მოვალეობები: ** რძის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის მომზადებისათვის შესაბამისი ინგრედიენტების დადგენილი თანმიმდევრობით სამუშაოების განხორციელბა. ** ნედლეულის მომზადებისათვის საჭირო მასალების, აგრეთვე დანადგარების დამუშავებისთვის საჭირო სარეცხი საშუალებებისა და კონცეტრირებული ხსნარების მიღება, განთავსება და გადაადგილება ავტოჩამტვირთავის საშუალებით ** სამუშაო ინსტრუქციების შესაბამისად არსებულ რეესტრში ჩანაწერების წარმოება, გამოყენებული მასალებისა და ინგრედიენტების აღრიცხვა. ** დანადგარების/ტექნიკის სწორი ექსპლუატაცია. სანიტარული ნორმებისა და წესების დაცვა. კანდიდატის პროფილი: ** სასურველია პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით ** სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ** არითმეტიკული უნარები ** ყურადღება/დეტალებზე ორიენტირება რას გთავაზობთ? ** საერთაშორისო სტანდარტების მქონე საწარმოში ღირებული პრაქტიკული გამოცდილების მიღება ** კონკურენტული ანაზღაურება 1860 ლარი ** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი) ** ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა ** ფიტპასის ან საოჯახო დაზღვევის თანადაფინანსება ** კვება სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლა, მონაცვლეობითი გრაფიკით — 2 სამუშაო დღის შემდეგ 2 დღიანი დასვენება თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: [email protected] 16 აგვისტომდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.