TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / DevOps / Network Administrator

Network Administrator

ProCredit Bank Georgia ქართული
Posted Aug 04, 2026 1h ago apply by Aug 20, 2026

Job description

" პროკრედიტ ბანკი " აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობაზე, IT ოპერაციების მართვის გუნდში. გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოუერთდი "პროკრედიტ ბანკის" თბილისის ფილიალის გუნდს! "პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია. ვაკანსია: ქსელის ადმინისტრატორი ძირითადი მოვალეობები: ** ბანკის LAN, WAN, Wi-Fi და VPN ქსელური ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა. ** ქსელური მოწყობილობების (Switch, Router, Firewall) კონფიგურაცია, მონიტორინგი და ტექნიკური მხარდაჭერა. ** ქსელური პროტოკოლებისა და ტექნოლოგიების (TCP/IP, EIGRP, OSPF, BGP, VLAN, STP, VRRP, DHCP, DNS, NAT, IPSec, SSL VPN და სხვა) ცოდნა, მათი კონფიგურაციის, დიაგნოსტიკისა და პრობლემების აღმოფხვრის უნარი. ქსელის უსაფრთხოების პოლიტიკების დანერგვა და მხარდაჭერა, მათ შორის Firewall-ების, VPN-ებისა და ქსელური წვდომის კონტროლის ადმინისტრირება. ** ქსელურ მოწყობილობებზე ცენტრალიზებული წვდომის კონტროლის სისტემების (RADIUS, TACACS+, AAA) დანერგვა და კონფიგურაცია. ** ქსელური ინფრასტრუქტურის კონფიგურაციების სარეზერვო ასლების (Backup) მართვა და აღდგენის პროცესებში მონაწილეობა. ** ახალი ფილიალების, სერვისებისა და ქსელური მოწყობილობების დანერგვასა და ინტეგრაციაში მონაწილეობა. ** IT გუნდებთან, ინტერნეტ-პროვაიდერებთან და პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობა ქსელური საკითხების გადაწყვეტის მიზნით. ** ქსელური მოწყობილობების Firmware/Software განახლებების დაგეგმვა და უსაფრთხოდ განხორციელება. ** ინციდენტების troubleshooting, root cause-ის იდენტიფიცირებაში მონაწილეობა. ** მონიტორინგის სისტემებთან (Zabbix, Grafana) მუშაობა და alerts-ზე რეაგირება. ** ინფრასტრუქტურის დოკუმენტაციის განახლება. მოთხოვნები: ** მინიმუმ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე. ** ტექნიკური ინგლისურის ცოდნა. ** დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება. ** კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები. ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. ** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "ქსელის ადმინისტრატორი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20/08/2026 რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის, შესაძლოა, გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] სს "პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; [email protected]