---
title: ნიუს-მედიის ქოფირაითერი/ჟურნალისტი
description: კონტრაქტორის პოზიციაზე, ვეძებთ ნიუს-მედიის ქოფირაითერს/ჟურნალისტს , რომელმაც უნდა მართოს ქონთენთი სოციალური მედიის გვერდისათვის. თუ შეგიძლია, რომ მარტივად, ზედმეტი პათეტიკის გარეშე და ზუსტი დეტალებით 
---

# ნიუს-მედიის ქოფირაითერი/ჟურნალისტი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-13  
**Apply by:** 2026-09-13

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=744664)

## Job description

კონტრაქტორის პოზიციაზე, ვეძებთ ნიუს-მედიის ქოფირაითერს/ჟურნალისტს , რომელმაც უნდა მართოს ქონთენთი სოციალური მედიის გვერდისათვის. თუ შეგიძლია, რომ მარტივად, ზედმეტი პათეტიკის გარეშე და ზუსტი დეტალებით გადმოსცე ის, რაც გარშემო ხდება - ეს პოზიცია შენთვისაა. მთავარი მოთხოვნაა: წერდე მარტივად და გასაგებად. ძირითადი მოვალეობები: ** ყოველკვირეული და ყოველდღიური სოციალური მედია პოსტების მომზადება ** ცნობილი სახეების, ბრენდების კოლაბორაციებისა და ტრენდების გაშუქება ჩვენი სტილის შესაბამისად ** მკაფიო, სწრაფი და დასამახსოვრებელი ტექსტური სტილის შენარჩუნება ** თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება - ინსტრუმენტების გამოყენება პროცესების გასამარტივებლად, იდეების მოსაძებნად ან ტექსტების დასაბალანსებლად (იმის გათვალისწინებით, რომ ავთენტურობა და შენი პირადი ხელწერა ყოველთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება). სამუშაო გრაფიკი: Full-Time / Part-Time (დისტანციური) მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი. დავალება კანდიდატებს: ვაკანსიაში მონაწილეობის მისაღებად, შენს რეზიუმესთან ერთად უნდა წარმოადგინო 2-3 სოციალური მედია პოსტის მაგალითი, რომელიც რომელიმე ცნობილ პიროვნებას ეხება. სტილთან დაკავშირებით სრული თავისუფლებაა - არ არის აუცილებელი, რომ პოსტი ოფიციალური იყოს (თითოეული მაქსიმუმ 50 სიტყვიანი). შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე არსებული არტიკლიც ონლაინ ჟურნალიდან. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ნიმუშები ელფოსტაზე: relations.contacts@gmail.com .

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%2F%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
