TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ნომრების დამლაგებლი

ნომრების დამლაგებლი

სასტუმრო Grand Bellagio ბათუმი ქართული
Posted Jul 29, 2026 5 days ago apply by Aug 26, 2026

Job description

სასტუმრო Grand Bellagio ბათუმში ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს ნომრების დამლაგებლის (Housekeeper) პოზიციაზე. თუ გიყვართ სისუფთავე, ხართ პასუხისმგებლიანი და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა! ძირითადი მოვალეობები: სასტუმროს ნომრების საფუძვლიანი დალაგება და დასუფთავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; თეთრეულისა და პირსახოცების შეცვლა; ნომრებში ჰიგიენური საშუალებებისა და მინი-ბარის (საჭიროებისამებრ) შევსება; სასტუმროს დერეფნებისა და საერთო სივრცეების სისუფთავის შენარჩუნება; ნომერში არსებული დაზიანებების ან ტექნიკური გაუმართაობის შესახებ შესაბამისი სამსახურის დროული ინფორმირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (თუმცა არ არის სავალდებულო, ადგილზე შეგასწავლით ყველაფერს); პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება; გუნდური მუშაობის უნარი და თავაზიანობა; ფიზიკური დატვირთვის გამძლეობა. ჩვენ გთავაზობთ: მოქნილ სამუშაო გრაფიკს კვებით უზრუნველყოფას სამუშაო საათებში; მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს. მისამართი: ბათუმი [ლეხ და მარია კაჩინსკის #3] დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 558 121 128