TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ნოტარიუსის თანაშემწე

ნოტარიუსის თანაშემწე

Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Aug 31, 2026

Job description

" ნინო გელაშვილის სანოტარო ბიურო " აცხადებს ვაკანსიას ნოტარიუსის თანაშემწის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათამდე ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე) ძირითადი მოვალეობები: ** მოქალაქეების მიღება, კონსულტაციის გაწევა; ** ხელშეკრულებების, განცხადებების, სამკვიდრო მოწმობების, თანხმობების შედგენა; ** დოკუმენტებში მონაცემების შეტანა და მომზადება; ** დოკუმენტაციის რეგისტრაცია სანოტარო მოქმედებათა ერთიან ელექტრონულ რეესტრში; ** საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზაში მუშაობა, კერძოდ: სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში განაცხადების მიღება; ** დამოწმებული დოკუმენტების აკინძვა, სკანირება, სორტირება და ფაილებში ჩალაგება; ** ბაზაში მონაცემების შეყვანა, ჩანაწერების გაკეთება და სკანირებული დოკუმენტების ატვირთვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება; ** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება; ** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები; ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word). პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** დისციპლინირებულობა; ** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ნოტარიუსის თანაშემწე". განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 აგვისტო, 2026 .