ობიექტის სერვის მენეჯერი
Job description
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. „ არქიში “ ვეძებთ ობიექტის სერვის მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება: მომხმარებლის დახვედრა ობიექტზე და გაძღოლა, ბინის, მშენებლობის მიმდინარეობის დათვალიერების მიზნით; მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ბინის განლაგების, სამშენებლო მასალების, სარეკრეაციო ზონის და სხვა ტექნიკური და სამშენებლო დეტალების შესახებ; ბინის ჩაბარებამდე, ბინის დათვალიერება და ანგარიშგების სახით უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება ბინის ტექნიკური მდგომარობის შესახებ; არქის მობინადრეთათვის დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; სასურველია, სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში; აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა. ჩვენ კი გთავაზობთ: ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები); ბონუსი, მუშაობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ; საწვავს ობიექტებზე გადასაადგილებლად; ჯანმრთელობის დაზღვევას. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 16 ივლისის ჩათვლით : https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.