---
title: ოჯახის დამხმარე / ძიძა
description: ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და ბავშვებთან ურთიერთობის მოყვარულ ადამიანს - ოჯახის დამხმარეს / ძიძას , რომელიც დაგვეხმარება 5 წლის ლუკაზე ზრუნვაში, მის ყოველდღიურ გადაადგილებასა და საოჯახო საქმ
---

# ოჯახის დამხმარე / ძიძა

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-10-10  
**Apply by:** 2026-11-10

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=760036)

## Job description

ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და ბავშვებთან ურთიერთობის მოყვარულ ადამიანს - ოჯახის დამხმარეს / ძიძას , რომელიც დაგვეხმარება 5 წლის ლუკაზე ზრუნვაში, მის ყოველდღიურ გადაადგილებასა და საოჯახო საქმეებში. ძირითადი მოვალეობები: ** ლუკას პრესქულში წაყვანა და სახლში დაბრუნება; ** ბავშვის სხვადასხვა აქტივობაზე წაყვანა-წამოყვანა, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით; ** პრესქულიდან ან აქტივობებიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვთან ყოფნა, მასზე ზრუნვა და ასაკის შესაბამისი თამაშებით დაკავება მშობლის დაბრუნებამდე - დაახლოებით 19:00 საათამდე; ** ბავშვის პრესქულში ყოფნის პერიოდში სახლის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება, ყოველდღიურ საოჯახო საქმეებში დახმარება და საჭიროებისამებრ მცირე საყიდლების გაკეთება; ** ბავშვთან ყოფნის დროს მთავარი პრიორიტეტი მისი უსაფრთხოება და მასზე ყურადღებით ზრუნვაა. საოჯახო საქმეების კონკრეტული ჩამონათვალი წინასწარ შეთანხმდება. სასურველია: ** ბავშვებთან ურთიერთობისა და ოჯახში მუშაობის გამოცდილება; ** პუნქტუალურობა, ყურადღებიანობა და თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება; ** წინა დამსაქმებლის რეკომენდაცია; ** საკუთარი ავტომობილი და უსაფრთხო მართვის გამოცდილება. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი; ** სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები და დაწყების დრო შეთანხმებით; დასრულება - დაახლოებით 19:00 საათზე; ** ანაზღაურება: 1800-2000 ლარი კვალიფიკაციიდან და გამოცილდებიდან გამომდინარე, სამუშაო გრაფიკისა და მოვალეობების გათვალისწინებით. ** საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში გადაადგილების ხარჯების დაფარვა ცალკე შეთანხმდება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ nino.japiashvili@gmail.com და მოკლედ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. ასევე მიუთითეთ, გყავთ თუ არა საკუთარი ავტომობილი.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94+%2F+%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%90) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
