ოჯახის ექიმი
Job description
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე ქალაქ თბილისში. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: თითოეული დაზღვეული პირისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული სამედიცინო გაიდლაინებისა და სადაზღვევო პირობების გათვალისწინებით; დაზღვეულთა პირველადი გასინჯვა, შესაბამისი დანიშნულების მიცემა, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა, მიმართვების გაცემა დიაგნოზთან და ხელშეკრულების პირობასთან შესაბამისობაში. დანიშნული მედიკამენტების საგარანტიო ბლანკზე გადატანა; სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევების შესაბამისობის დადგენა (ხელშეკრულების პირობებთან და დიაგნოზთან) და საჭიროების შემთხვევაში მიმართვის გაცემა; სამედიცინო ისტორიის წარმოება; დაზღვეულისთვის ხელშეკრულების პირობების, გამონაკლისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უარის ახსნის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება; დაზღვეულისთვის ჩასატარებელი გამოკვლევების, მკურნალობის, მათი ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში დაზღვეული პირებისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის (ავადობის ფურცლის (ბიულეტინი), ფორმა IV- 100/ა -ს/დანიშნულების ფურცლის) შექმნა/წარმოება. დაავადების მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და განსაზღვრული პერიოდულობით/ საჭიროებისამებრ პაციენტებთან სატელეფონო დაკავშირება/მოკითხვა. გარკვეული პერიოდულობითა და მოთხოვნილი ფორმით ანგარიშგება კოორდინატორებთან/ უშუალო ხელმძღანელთან. რას ვითხოვთ: უმაღლეს განათლებას მედიცინის განხრით (საექიმო სპეციალობა: თერაპია ან პედიატრია); ოჯახის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას (Microsoft Office: Word, Excel, Outlook); ქართული ენის სრულყოფილ ცოდნას; სამწლიან სამუშაო გამოცდილებას კლინიკაში, მათ შორის ერთწლიან სამუშაო გამოცდილებას სადაზღვევო კომპანიაში; ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნას; დაზღვევის საფუძვლების ცოდნას (განსაკუთრებით ჯანმრთელობის მიმართულებით); მაღალ პასუხისმგებლობას და საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას; ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარს; დეტალებსა და შედეგებზე ორიენტაციას; კომუნიკაბელურობას და გამართულად მეტყველების უნარს; გუნდური მუშაობის უნარს; მაღალ ორგანიზაციულ კულტურას; გადაწყვეტილების მიღების უნარს; შესრულების სიზუსტეს და სისწრაფეს; კეთილგანწყობას და თავაზიანი მოპყრობის უნარს; აქტიური მოსმენის უნარს. რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სასაუბრო დროს; გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FAJqY გისურვებთ წარმატებას!