ოჯახის ექიმის ასისტენტი
Job description
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: შიდა პროგრამაში ჩანაწერების წარმოება; პაციენტების ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შედეგების მონიტორინგი ექიმის მითითებით; პაციენტის ელექტრონული ისტორიის წარმოება და სადაზღვევო პროგრმებში მუშაობა ექიმის მითითებით; სამედიცინო დოკუმენტაციის, მათ შორის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება ექიმის მითითებით; პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ექიმის მითითებით; პაციენტის გასინჯვა და ინსტრუმენტული კვლევაში მონაწილეობა ექიმის მითითებით; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მედიცინის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან რეზიდენტი საოჯახო მედიცინის მიმართულებით; ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად) ცოდნა, უნარები: ინგლისური ენის ცოდნა; საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა; დროის მენეჯმენტი; კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა; ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი. სამუშაოს ადგილმდებარეობა: არტურ ლაისტის ქ. N1, თბილისი ზ. ანჯაფარიძის I შესახვევი, #3 (სანდრო ეულის მიმდებარედ) შერჩევის ეტაპები: მიღებული რეზიუმეების გადარჩევა; ინდივიდუალური გასაუბრება. ტესტირება ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენის შესაძლებლობას; პაციენტთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებას; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/9bkjCDHe კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ რეზიუმე. გისურვებთ წარმატებებს!