TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი

ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი

Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

სამედიცინო პროდუქტების კომპანია აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც ჩართული იქნება ონლაინ გაყიდვების დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში ძირითადი პასუხისმგებლობები: ონლაინ მოთხოვნების, შეკვეთებისა და კონსულტაციების დამუშავება ტელეფონით, ჩატით და ელექტრონული ფოსტით; პროდუქციის დამატებითი და ჯვარედინი გაყიდვები კლიენტთა საჭიროების მიხედვით; პროდუქციის კატალოგის მართვა და განახლება: ფასების, აღწერილობების, მარაგებისა და აქციების; მარკეტინგისა და ლოგისტიკის გუნდებთან თანამშრომლობა პროდუქტის ხელმისაწვდომობის, სწორი აღწერილობებისა და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველსაყოფად; ვებსაიტის შეუფერხებლად მუშაობის, კონვერსიებისა და მომხმარებლის გამოცდილების მონიტორინგი, საიტის დახვეწისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით; ონლაინ მაღაზიისთვის გაყიდვების გეგმების, ყოველთვიური მიზნებისა და სარეკლამო სტრატეგიების შემუშავება; ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების ფასებისა და ახალი პროდუქტების მოძიება/შესწავლა გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით; მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალ დონესა და ლოიალობაზე მუდმივი ზრუნვა; მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა კლიენტების მოზიდვისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით; ლოგისტიკის გუნდთან თანამშრომლობა დროული მიწოდებისა და მარაგების კონტროლის მიზნით; ხელმძღვანელისთვის ყოველკვირეული და ყოველთვიური გაყიდვების შესახებ ანგარიშების წარდგენა. კვალიფიკაცია: გაყიდვების, ელექტრონული კომერციის ან კომერციული მენეჯმენტის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; სასურველია სამედიცინო მიმართულებით განათლება; CRM სისტემებთან და ონლაინ გაყიდვების პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; აუცილებელია რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა; ციფრული მარკეტინგის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. უნარები: ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი; კლიენტთა კმაყოფილებაზე ორიენტირებული ხედვა; პროაქტიულობა და თავდაჯერებულობა; ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსებს, გაყიდვებიდან გამომდინარე; პროფესიული განვითარების საშუალებას ონლაინ გაყიდვების მიმართულებით; შესაძლებლობას იმუშაოთ თანამედროვე, მზარდ კომპანიაში; მეგობრულ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდსა და სამუშაო გარემოს. დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე შეგიძლიათ დაგმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - [email protected] წარმატებას გისურვებთ! თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”