TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ონლაინ გაყიდვებს მენეჯერი

ონლაინ გაყიდვებს მენეჯერი

senses Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 22, 2026

Job description

კომპანია " სენსესი " აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (ქ. ბათუმი) გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ სამუშაო გრაფიკს: ვაკანსია გამოცხადებულია ორ დამოუკიდებელ პოზიციაზე: ** დღის ცვლა: 09:00-18:00 ** ღამის ცვლა: 17:00-02:00 დღისა და ღამის ცვლების შეთავსება არ ხდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ განაცხადს აგზავნით დღის ცვლაზე, იმუშავებთ მხოლოდ დღის გრაფიკით, ხოლო ღამის ცვლაზე მიღებული თანამშრომელი იმუშავებს მხოლოდ ღამის გრაფიკით. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის პროდუქციის შესწავლა; ** სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე პასუხის გაცემა; ** მომხმარებლების ონლაინ კონსულტირება; ** მიღებული შეკვეთების აღრიცხვა და სხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია); ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. აუცილებელი უნარები: ** კომუნიკაბელურობა; ** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; ** გამართული და დახვეწილი მეტყველება; ** პრეზენტაბელურობა; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი , შინდისის ქუჩა N5 (ბარცხანის მიმდებარე ტერიტორია) სამუშაო განაკვეთი: სრული (სამუშაო სრულად მიმდინარეობს ოფისიდან. დისტანციური მუშაობა არ განიხილება ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (საშუალო ანაზღაურება 1200-2000 ლარი ) ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და მშვიდ გუნდს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] აუცილებელია ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ, რომელ ცვლაზე აგზავნით განაცხადს: ** ონლაინ გაყიდვების მენეჯერი - დღის ცვლა ** ონლაინ გაყიდვების მენეჯერი - ღამის ცვლა სათაურის მითითების გარეშე გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას! შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.