TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ონლაინ მაღაზიის ოპერატორი

ონლაინ მაღაზიის ოპერატორი

Barcelona Import Georgia ქართული
Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Sep 04, 2026

Job description

"Barcelona Import" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მაღაზიის ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** შეკვეთების მართვა: ონლაინ სისტემაში შემოსული შეკვეთების მიღება, დამუშავება და გაწერა. ** შეკვეთების მომზადება: პროდუქციის ზუსტად და დროულად აწყობა/ჩალაგება საკურიერო მიწოდებისთვის. ** მარაგების მართვა: საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება, დახარისხება და თაროებზე სუფთად/სისტემატიზებულად განთავსება. ** პროდუქციის მარკირება: პროდუქციაზე შესაბამისი ქართულენოვანი ანოტაციების/ეტიკეტების მიკვრა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** კომპიუტერთან და ონლაინ სისტემებთან მუშაობის საბაზისო უნარები. ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება. ** გუნდურად და სწრაფ რეჟიმში მუშაობის უნარი. ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები). ** დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე [email protected] და სათაურში მიუთითოთ "ონლაინ მაღაზიის ოპერატორი"