ონლაინ შეკვეთების მენეჯერი
Job description
~ "გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს " გუდვილი " აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შეკვეთების მენეჯერის პოზიციაზე ელექტრონული კომერციის სამსახურში. ფუნქცია-მოვალეობები: ელექტრონულად შემოსული შეკვეთების მიღება და დამუშავება; დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების შედგენა; შემოსული შეკვეთების თანაბრად გადანაწილება დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე; მომხმარებელთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში; კურიერებისთვის შეგროვებული პროდუქციის გადაცემა, შეკვეთების სისწორის შემოწმება. ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება; გუნდის მართვის გამოცდილება; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა; უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; ლოკაცია: ბათუმი, ვაკე, საბურთალო; ანაზღაურება: საათობრივი თვეში მინიმუმ 1100-1200 ლ + ეფექტური საბონუსე სისტემა; ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ; ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 22 71 84 გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/55usSOkb