TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი

ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი

გუდვილი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge კომპანია „ გუდვილი “ აცხადებს ვაკანსიას " ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი " პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს ფუნქცია მოვალეობები: გლოვო, ვოლტის, ბოლტის და Goodwill დელივერის პლატფორმებზე შემოსული შეკვეთების გამზადება; პროდუქციის აგროვება დარბაზის ტერიოტიაზე შეკვეთების შესაბამისად; მომხმარებელთან კომუნიკაცია სატელეფონი ზარით; ძირითადი მოთხოვნები: პასუხისმგებლობის გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 900-1000 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა; ლოკაცია: საბურთალო, ვაკე, თავისუფლების მოედანი, დიღომი, ბათუმი; ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ; ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/E2OdvpId დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: +995 595 22 71 84